ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტის რეგისტრაცია მიმდინარეობს
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დღეს 18:00 საათზე დასრულდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2017 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ამდროისთვის 37 300 -ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 2 200-ზე მეტმა სტუდენტმა რეგისტრაცია საგრანტო კონკურსისათვის გაიარა. რეგისტრაციის ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი.
20 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. აგრეთვე, შესაძლებელი იქნება გამოცდის ენის შეცვლაც. საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევისა თუ შეცვლის დრო აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე ექნებათ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















