ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის - გიორგი ვაშაძე
პროევროპული აქციების დროს ორგანიზებული ძალადობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალების ფაქტს ასევე პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი დეპუტატი გიორგი ვაშაძე წერილით ეხმიანება.
„ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება. ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია
ჩვენი პატიმრობა არაფერია.
მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის.
მაგრამ დღეს ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.
ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.
ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!
მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას"- წერს ვაშაძე რუსთავის ციხიდან.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა