|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პროვინციული პოლიტიკა პროვინციების წინააღმდეგ"- ქუთაისში პარლამენტის დატოვებას ითხოვენ

საინიციატივო ჯგუფის "დატოვე პარლამენტი ქუთაისში" კამპანია გრძელდება. კამპანიის ფარგლებში დღეს საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ხელისუფლებას პარლამენტის ქუთაისში დატოვების მოთხოვნით მიმართავენ. მათი თქმით, გადაწყვეტილებას, რომელიც არაა კანონიერი, არ აღიარებენ და ამიტომ, მოითხოვენ არა დაბრუნებას, არამედ დატოვებას.

"საინიციატივო ჯგუფი აგრძელებს აქტივობას და მოვითხოვთ, დააბრუნონ პარლამენტი ქუთაისში. 12 თებერვალი სპეციალურად დავამთხვიეთ პარლამენტარიზმის 100 წლისთავს. როგორც ვიცით, 12 მარტს ქართულ პარლამენტარიზმს 100 წელი უსრულდება, ამიტომ ერთი თვით ადრე განვაახლეთ აქტივობა. ამ მოცემულობაში, გულწრფელად გეტყვით, არ გვაქვს იმედი, რომ ხელისუფლება პარლამენტს დააბრუნებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფარ-ხმალი დავყაროთ, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ", - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა მაკა ხეცურიანმა.

ჯგუფის წევრის ეკა ფხაკაძის განცხადებით, ქუთაისისთვის პარლამენტს ალტერნატივა არ აქვს.


"ქუთაისიდან წაიღეს სემეკი, კონტროლის პალატა და აპირებენ ბათუმიდან წაიღონ საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის პროვინციული პოლიტიკა პროვინციების წიინაღმდეგ. ქუთაისისთვის პარლამენტს ალტერნატივა არ აქვს და გვინდა ვაჩვენოთ, მშვიდად, წყნარად, როგორ უნდა იბრძოლოს ქალაქმა", - განაცხადა ეკა ფხაკაძემ.

 მისივე თქმით, თუ აქამდე საინიციატივო ჯგუფი თავს არიდებდა პოლიტიკური პოზიციონირებას, ამიერიდან მოძრაობა ღია იქნება იმ პოლიტიკური პარტიების მიმართ, რომლებიც განცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პარლამენტი ფუნქციონირებას გააგრძელებს ქუთაისში. 
ორგანიზაციის წევრების განცხადებით, იწყება ქალაქის ღირსებისთვის ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა