„ეს არის ქვეყნის უახლოესი ისტორიის ტრაგიკული ფურცელი“-კობა ნარჩემაშვილი
ქართულო ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. კობა ნარჩემაშვილი, დიმიტრი მხეიძე და გენადი მარგველაშვილი მემორილათან მივიდნენ და დაღუპულთა სხოვნას პატივი მიაგეს.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, რის შემდეგაც დავკარგეთ ტერიტორიების დაახლოებით 20 პროცენტი და 140 000 კაცი დევნილი გახდა საკუთარ ქვეყანაში. ომის შედეგები და ჯერ კიდევ არაა დაძლეული. 2008 წლის ომი არის ქვეყნის უახლოესი ისტორიის ტრაგიკული ფურცელი“-განაცხადა კობა ნარჩემაშვილმა.
გენადი მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმეირ დროს, ქართველ კაცს უნდა ახსოვდეს თავისი ისტორია, აქედან გამომდინარეე უნდა ახსოვდეს გმირი ბიჭები და მათი სანუკვარი ოცნება მივიყვანოთ ბოლომდე. მემორიალი გვრიგვინით ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმაც შეამკეს და დაღუპულტა ოჯახებს 1000 ლარი გადასცეს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















