"ეს ახალ სიცოცხლეს მოუტანს ქუთაისს და მეტად მიმზიდველს გახდის მას"
დეველოპერებისათვის ქუთაისის განვითარება პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ, ნიკეას და ავანგარდის მიმართულებით იქნება შესაძლებელი - ამის შესახებ ქუთაისის მერიის ააიპ "არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარებისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს" უფროსმა რუსუდან ჩინჩალაძემ განაცხადა.
ჩინჩლაძის თქმით, ქუთაისში აბსოლუტურად ყველა ნაკვეთი არის მოთხოვნადი, თუმცა მათი მიზანია, მოხდეს მათი სწორად დაგეგმარება. მისივე განმარტებით, შეცვლილი კანონმდებლობის პირობებში, უფრო ხელსაყრელი პირობების შეთავაზება შეუძლიათ კომპანიებისთვის.
"ჩვენ გვაქვს იუსტიციის სახლის უკან საცურაო აუზის მშენებლობა, იქ იგეგმება მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. იქ ზონაც ისეთი გავაკეთეთ და კოეფიციენტიც ისეთი მივანიჭეთ, რომ ძალიან ხელსაყრელი იქნება მშენებლობლის წარმოება, შესაძლებელია იქ კიდევ ერთი ქალაქი აღმოცენდეს. ჩვენი მიზანია, ყველა გაუნაშენებელი უბანი ქალაქში დავაგეგმაროთ სწორად, ეს ეხება პარლამენტის უკან მდებარე ტერიტორიებს, ნიკეაზე, რიონისპირა ტერიტორიებს. აქტიური მუშაობაა დაწყებული, რომ იქ სანაპირო ზოლი გაგრძელდეს. ნიკეაზე, ასევე ავანგარდში გვაქვს კიდევ ასეთი ადგილები, რომელიც უნდა ავითვისოთ. მაქსიმალურად მნიშვნელოვანია, რომ გზა მივიყვანოთ ყველგან. ყველა კომპანია დაინტერესებული და აქვს მზაობა იმისათვის, რომ ამ ნაწილში ითანამშროლმონ, ვფიქრობ, რომ ეს ახალ სიცოცხლეს მოუტანს ქუთაისს და მიმზიდველს გახდის მას"- განაცხადა ჩინჩლაძემ.
შეგახსენებთ, 2019 წლის 3 ივნისს ამოქმედდებულ ახალი კანონმდებლობის თანახმად, იცვლება მთელი რიგი რეგულაციები, რაც დაკავშირებულია მშენებლობის ნებართვების გაცემასთან, ზონირებასა და კოეფიციენტის მინიჭებასთან. სპეციალისტების აზრით, ეს ქუთაისის განვითარებაზე დადებით ასახვას პოვებს.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















