"ეს ქვეყანა არის "ოცნების" წევრების მამიდაშვილების და დეიდაშვილების"- გოგი წულაია ქუთაისის მერიის გაზრდილ ხარჯებზე
ჩათვალეს, რომ ქუთაისში ეკონომიკა გამოსწორდა და მიცეს თავს უფლება, რომ მოეშვათ ქამრები მოჭერილი რომ ქონდათ-ამგვარად ეხმიანება პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ქუთაისის მერიის მიერ გაზრდილი ხარჯების შესახებ მომზადებულ ანგარიშს.
გოგი წულაიას თქმით, თანამშრომლების და ხელფასების გაზრდა წინასაარჩევნო თემას უკავშირდება.
"ეს წინასაარჩევნო ტრიუკია და ერთი წლის განმავლობაში უფრო გაზრდიან ამ ხარჯებს. მოუმატებენ თანამშრომლებს, პრემიებს, რადგან ამ ადამიანებმა არჩევნებში ხმა უნდა მისცენ... ქუთაისელები ხმას არ იღებენ, ეგუებიან ამას და მათ ფულს ვინ ჭამს, არ აინტერესებთ. ხელისუფლება თვლის, რომ ასეთი გზით მოიგებენ არჩევნებს, ამიტომ რამდენიმე თვეში თანამშრომლებს მეტად გაზრდიან. არ აინტერესებთ ქუთაისი, ორიენტირებული არიან 2020 წლის არჩევნების მოგებაზე. ეს არის პარტიული აქტივის დასაქმება, რადგან მხოლოდ მათ გარემოცვაას ასაქმებენ. ეს ქვეყანა არის "ოცნების" მამიდაშვილების და დეიდაშვილების. ვიდრე არ გააპროტესტებენ, მანამდე არ შეცვლიან", -განაცხადა გოგი წულაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ანგარიშის თანახმად, ქუთაისის მერიის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების რაოდენობა ბოლო სამი წლის განმავლობაში 20-დან 22-მდე გაიზარდა, შესაბამისად, გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მუნიციპალიტეტის მიერ მათი საქმიანობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო დაფინანსებაც.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















