„ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა პარტია დატოვა
„ევროპული საქართველოს“ წყალტუბოს შტაბის მენეჯერმა გოჩა ჩაკვეტაძემ პარტიის შტაბი დატოვა და მხარდაჭერა „ქართულ ოცნებას“ გამოუცხადა. გოჩა ჩაკვეტაძე გადაწყვეტილების მიზეზად „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მხარდაჭერას ასახელებს.
მისი თქმით, შტაბში მენეჯერად საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მიიწვიეს. გოჩა ჩაკვეტაძე თავის თანამოაზრეებს მოუწოდებს მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირონ.
ჩაკვეტაძის თქმით, მიუხედავად „ევროპული საქართველოს“ მიმართ პატივისცემისა, არ აპირებს „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიშა სააკაშვილის გვერდით დადგეს. მისი თქმით, მას უკვე გამოუჩნდნენ თანამოაზრეები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ შეუერთდებიან.
წყალტუბოს შტაბის მენეჯერის მიერ „ევროპული საქართველოს“ დატოვებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
ბოკერია გამორიცხავს, რომ პარტიის წევრები „ნაციონლების“ მხარდაჭერის გამო ტოვებდნენ პარტიას, რადგან, მისი თქმით, ეს პოზიცია ცნობილი იყო არჩევნებამდეც.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















