|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Facebook - ს ახალი ფუნქცია ჰეშტეგები დაემატა

სოციალურ ქსელ Facebook – ს ახალი ფუნქცია,  ე.წ. "ჰეშტეგები" (hashtag) დაემატა.

"ჰეშტეგების" მეშვეობით კი  Facebook-ის მომხმარებელი მისთვის საინტერესო ინფორმაციის თვალის მიდევნებას უფრო ადვილად შეძლებს. 

როგორც ირკვევა, "ჰეშტეგი" – დათაგული სიტყვაა, რომელსაც წინ  სიმბოლო # უძღვის და აქტიურ ლინკად იქცევა.

"ჰეშტეგის" გამოყენებით,  Facebook – ის  მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაცია,  ნებისმიერი სასურველი სიტყვით, რამდენიმე წამში  გლობალურად იძებნება. 

ე.წ. "ჰეშტეგი" მომხმარებელს, ასევე სხვა სერვისებთან: Instagram, Twitter Tumblr – თან დააკავშირებს.

"ჰეშტეგებს," როგორც ირკვევა,  ჯერჯერობით  Facebook - ის მომხმარებელთა 20% იყენებსთუმცა Facebook - ის ახალი ფუნქცია, რამდენიმე კვირაში გლობალურად გავრცელდება.

 

წყარო: ambebi.ge

 

ავტორი: ნიუპრესი