|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფაროსანას თემის პოლიტიზება არ შეიძლება"- ლაშა შალამბერიძე

ფაროსანას თემის  წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიზება არ შეიძლება, რადგან ამ მავნებელს ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ- ამგავრად გამოეხმაურნენ გოგი წულაიას აქციას აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მართვის ცენტრში.

ცენტრის ხელმღვანელის ლაშა შალამბერიძის თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს მავნებელთან ბრძოლა არ ხდება და ტექნიკა სოფელში არ გადის.

"ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიზება არ შეიძლება, არასწორია. მავნებლის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ ყველამ, მათ შორის პოლიტიკოსმა. რაც შეეხება ტექნიკას, ადგილზე დგას თერმული ნისლის ტექნიკა, რომელიც ღამით გამოიყენება. არასწორია ინფორმაცია, თითქოს ტექნიკა არ გადის სოფლებში. ზესტაფონში 30 ერთეული ტექნიკაა, რომლებიც აქტიურად გაგვყავს სოფლებში. ამასთან, წელს იმერეთში დამონტაჟდა 137 000 მოიზიდე და გაანადგურეს სადგური, ტექნიკა შარშან 150 იყო და წელს 250 გახდა. მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რაც კარგ შედეგს იძლევა"-განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.

მისი თქმით, არასწორია ინფორმაცია, თითქოს ფაროსანას საწინაადეგო წამლობით ფუტკარი და ფრინველები განადგურდნენ. მისი თქმით, ამის ლაბორატორიულად დადასტურებული არცერთი ფაქტი არსებობს. მისივე თქმით, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მეფუტკრეებთან და თერმული ნისლის წამლობა ღამით ხდება, როდესაც ფუტკარი სკაშია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა