|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფიზიკაში 63-დან 63 ქულა - ქუთაისელი მოსწავლეები, რომლებმაც მაქსიმალური შეფასება მიიღეს

ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის კურსდამთავრებულმა დუტა ქართველიშვილმა  ფიზიკის გამოცდაზე 63-დან 63 ქულა დაიმსახურა. 
სკოლის ინფორმაციით,  დუტასა და მის თანაკლასელის,  გრიგოლ ცირეკიძის  სახელთან არის დაკავშირებული  ბოლო წლებში ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებზე სკოლის წარმატებები.
 
ეროვნულ გამოცდებზე უმაღლესი შეფასებები დაიმსახურეს ასევე ქუთაისის ფიზიკა-მთემატიკის სკოლის ყოფილმა  მოსწავლეებმა,   მარიამ კახიძემ,  ბადრი ლოსაბერიძემ და   გიორგი ქათამაძემ. 
მარიამ კახიძემ უმაღლესი შესაფსებები ქართულისა და მათემატიკის გამოცდებზე მიიღო, მისი თქმით, სწავლის გაგრძელებას კომპიუტერული მეცნიერების მიმართულებით აპირებს. იგივეს აცხადებს ბადრი ლოსაბერიძეც, მისი თქმით, სწავლის გაგრძელებას ისიც  კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით გეგმავს.  
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა