|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფოტოკონკურსი "ილო" „კადრი-ქუთაისმა“ შეცვალა

ფოტოკონკურსი "ილოს" ნაცვლად ქუთაისის მერია ახალ კონკურსს „კადრი-ქუთაისი“ აცხადებს.

ფოტოკონკურსის მიზანი  ნიჭიერი ფოტოგრაფების გამოვლენა და მათი ხელშეწყობაა.
ფოტოკონკურსის ძირითადი  თემა  თავისუფალია.  პრემია „პუბლიკის სიმპატიის“ თემა არის „ქუთაისი: ქალაქი და ადამიანები“ - ფოტომ უნდა გადმოსცეს ქალაქის ხასიათი, კოლორიტი, დინამიკა, არქიტექტურა, დეტალები, ადამიანები - "ანუ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ქალაქს სხვებისგან განასხვავებს და მას განსაკუთრებულად აქცევს", - ნათქვამია კონკურსის პირობებში.
 „ილო"–პრემიად ტრანფორმირდა და ის  გადაეცემა პორტრეტის ჟანრში შესრულებულ საუკეთესო ნამუშევარს.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 5 პრემია, სხვადასხვა საპრიზო ფონდით. ასევე გამარჯვებულებს გადაეცემათ ფოტოაპარატისა და ილოს ქანდაკებები.
პრემია “პუბლიკის სიმპატია” -გადაეცემა იმ ფოტოს ავტორს, რომლის ნამუშევარიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს ფეისბუქის გვერდზე.

კონკურსის 2015 წლის 16 ნოემბერს გამოცხადდა და ნამუშევრების მიღება 16 დეკემბრამდე გაგრძელდება. შედეგები 24 დეკემბერს გამოცხადდება.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა