"გაალახინა თავი, რადგან მისთვის მომგებიანი იყო" - გიორგი ჭიღვარია დეპუტაცის ცემის ფაქტზე [VIDEO]
ქუთაისის საკრებულოში დეპუტატის ცემის ფაქტს ქალაქის მერი 2 დღის შემდეგ გამოეხმაურა. მან კომენტარი ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "საქმიანი დილა" გააკეთა. ქუთაისის მერის განცხადებით, დეპუტატმა კოლეგებს თავად გაალახვინა თავი, რადგან ეს მისთვის მომგებიანი არის.
"სრული პროვოკაცია გახლდათ, ეს ადამიანი, რაც ახალი საკრებულო შეიკრიბა, გამოირჩევა ასეთი აგრესიულობით, ღიად აცხადებდა შემდეგ, რომ ეს სპეციალურად გააკეთა. გაალახინა თავი, იმიტომ რომ მისთვის მომგებიანი იყო. ისეთი სიტყვები დაწერა, შეურაცხყოფა მიაყენა არა მარტო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, არამედ თვით ამომრჩეველს. ღიად, საჯაროდ დაწერა ფეისბუკზე სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები, რაზეც, თავისთავად, ჩვენმა საკრებულოს წევრებმა თხოვეს, რომ ბოდიში მოეხადა და რომ ეს არ იყო სწორი მისგან, რადგან ის საკრებულოს წევრია და შეურაცხყოფა მიაყენა ამომრჩეველს. ამას მოყვა, კიდევ გამოიწვია, დაპირისპირება, თუმცა ამოიწურა" ,- განაცხადა ქალაქის მერმა.
ვიდეო სოციალურ ქსელში თავად გიორგი უკლებამ გაავრცელა, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატებმა სოციალურ ქსელში მისი აქტიურობის გამო ცემეს. როგორც თავად გია უკლება განმარტავს, "ქართული ოცნების" დეპუტატების გაღიზიანება ფაქტმა გამოიწვია, რომ ის სოციალულ ქსელში მერის უვიცობას დასცინის.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















