|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში "ქართული ოცნების" დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ფიზიკურად გაუსწორდნენ

დაპირისპირება მოხდა ქუთაისის თვითმმართველობის შენობაში. "ქართული ოცნების" წევრები "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ფიზიკურად გაუსწორდენენ. საკრებულოს უმრავლესობის წევრები გია უკლებას თავს დაესხნენ და ცემეს. 

დაპირისპირების შემდეგ სხდომა გაგრძელდა, სადაც განცხადება გააკეთა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გია უკლებამ. 

"ასეთი რამე ჯერ არ მომხდარა აქ, თქვენ ამით ვერ შეგვაშინებთ და სხდომას არ დავტოვებთ"–განაცხადა გია უკლებამ.

 უკლებას განმარტებით, მას ფიზიკურად საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები გაუსწორდნენ. 

ჩხუბში საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატები იმედა საღინაძე, ამირან კოპალეიშვილი, კახა ბოჭორიშვილი და ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი და სხვა პირები მონაწილეობდნენ.

დაპირისპირება მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ შეცდომას უკავშირდება, რის გამოც მერია დაცინვის მიზეზი გახდა. 

მერიამ და უშუალოდ მერმა გაავრცელეს ინფორმაცია სკვერის განათების შესახებ  და მიუთითეს, რომ ნიკო ნიკოლაძის სკვერი განათდა, რეალურად,  სკვერი იაკობ ნიკოლაძის სახელს ატარებს, რის გამოც მერიას საკუთარი ქალაქის ისტორიის შესწავლისკენ მოუწოდეს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა