|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უფასო ატრაქციონები ასაკობრივი შეზღუდვით

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გაბაშვილის სახელობის პარკში ბავშვებისთვის უფასო ატრაქციონების მხოლოდ ნაწილი იყო.

 პარკის დირექტორის კახა კუხიანიძის განცხადებით, ასეთი იყო მერიასთან შეთანხმება.

 „შარშანდელთან შედარებით წელს გაზრდილია მსურველთა რაოდენობა. რაც შეეხება ატრაქციონებს,  მერიასთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ რამდენიმე ატრაქციონი უფასო ყოფილიყო. მოზრდილებისათვის განკუთვნილ ატრაქციონებზე კი ჩვენი სურვილით ღირებულება შემცირდა“, - განაცხადა პარკის დირექტორმა.

ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ 18 ატრაქციონიდან  ფასიანი მხოლოდ სამი ატრაქციონი იყო, თუმცა განახევრებული ტარიფით.

შეგახსენებთ,  ქუთაისის მერიას და პარკის დირექტორს კახა კუხიანიძეს შორის გამარტივებული წესით გაფორმდა ხელშეკრულება,  რის საფუძველზეც უფასო ატრაქციონების მომსახურეობისთვის 10 ათასი ლარი გამოიყო.

 

 

 

ამ თემაზე: სად შეიძლება წაიყვანოთ 1 ივნისს პატარები?

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა