|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადავწყვიტე, მარტოხელა დედებისათვის კიდევ მეტი გავაკეთოთ"

 "გადავწყვიტე, რომ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ მარტოხელა დედებისთვის" - აცხადებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე.

 მისი თქმით, გააკვირვა დამოკიდებულებამ, რომელიც საზოგადოებას მარტოხელა დედების მიმართ აქვს.

"გამაკვირვა დამოკიდებულებამ, რომელსაც ადამიანები გამოხატავდნენ მერიის მიერ მარტოხელა დედებისადმი დედის დღის მილოცვის გამო. სოციალურ ქსელში ნიუსზე მიწერილი ვნახე, რომ რატომ უნდა ეხმარებოდეს მთავრობა მას, ვინც მორალურად არასწორად იცხოვრა და არა ჩვენ,  ვინც, მორალური წესებით ვიცხოვრეთო. მაშინ გადავწყვიტე, რომ კიდევ მეტი უნდა გავაკეთოთ მარტოხელა დედებისათვის, რადგან, ალბათ, ეს ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

მისი თქმით, ქუთაისში მარტოხელა მშობლის სტატუსით რეგისტრიტებულია 28 ადამიანი, მათ შორის ერთი მამაკაცი. 

 

ქუთაისში ქალთა დღესთან დაკავშირებით, მარტოხელა დედებს უფასო კვლევები ჩაუტარდათ

ქუთაისში დედის დღე მარტოხელა დედებს მერის მოადგილემ მიულოცა

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა