|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადაწყვეტილებას ჩემს მოადგილესთან დაკავშირებით, მე ვიღებ"- შავლეგო ტაბატაძე

 იმერეთის გუბერნატორის შავლეგო ტაბატაძის განცხადებით, მოადგილის კანდიდატურა ამ დრომდე არ შეურჩევია.

 მან არ დაადასტურა ინფორმაცია, პირველ მოადგილედ დავით გორდელაძის შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით. 

"სოციალური ქსელიდან გავიგე პირველად, ვინ თქვა ეგ? როდესაც მივიღებთ გადაწყვეტილებას, პირველს თქვენ გეტყვით", -განუცხადა შავლეგო ტაბატაძემ ჟურნალისტებს.

კითხვაზე, თბილისი იღებს თუ არა გადაწყვეტილებას მოადგილის თემაზე, განაცხადა, "გადაწყვეტილებას ჩემს მოადგილესთან დაკავშირებით, მე ვიღებ".

 შეგახსენებთ, გუბერნატორის მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თანამდებობა გრიგოლ დალაქიშვილმა დატოვა.  "ნიუპრესის" ინფორმაციით, ამ პოსტზე დავით გორდელაძის კანდიდატურა განიხილებოდა.  გამორიცხული არც ისაა, რომ პოსტი საერთოდ გაუქმდეს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა