|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გადაწყვეტილებები სოლოლაკის შუშის სასახლეში მიიღება“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, პარლამენტარმა  გია თევდორაძემ ბრიფინგი გამართა.  თევდორაძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" პარტიული კონფერენციის ჩასატარებლად  სპორტის სასახლემ და მესხიშვილის თეატრმა უარი განუცხადა.  „ყველასთვის  ნათელია, რომ გადაწყვეტილებები სოლოლაკის შუშის სასახლეში მიიღება. ეს არის  ხელისუფლების პანიკური შიში "ნაციონალური მოძრაობის"  მიმართ“, - განაცხადა გია თევდორაძემ. 

თევდორაძის განცხადებით, პარტიულ კონფერეციაზე 1000-მდე ადამიანი შეიკრიბებოდა, სწორედ ამისთვის იყო საჭირო დიდი სივრცე. მათ მესხიშვილის თეატრისათვის და სპორტის სასახლისთვის გაგზავნილ განცხადებებში თარიღად 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრამდე ნებისმიერი  დღე აქვთ მითითებული.

 „მესხიშვილის თეატრი ქუთაისის მერიის  კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ პრივატული მიმოწერაც გვქონდა, გარდა ოფიციალურისა და მათ სპორტის სასახლის ნაცვლად, რომელიც დატვირთულია სპორტული ღონისძიებებით, შევთავაზეთ "ტორპედოს" ცენტრალური სტადიონი, პასუხი კი, ჯერჯეობით, მხოლოდ სიტყვიერი ვიცით“,- განაცხადა მერიის ადმინისტრაციის სამსახურის ხელმძღვანელმა ზვიად ჯავახიამ.   

ავტორი: მარუსა ხურციძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა