გამარჯვებული მომღერლები იმერეთიდან
მუსიკალური პროექტი "იმერეთის ხმა" დასრულდა. გამარჯვებულები დღეს ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში დააჯილდოვეს, სადაც ღია ცის ქვეშ, ამფითეატრში მინი კონცერტი გაიმართა.
გრანპრის მფლობელი ზესტაფონის რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლის გოგონათა გუნდი გახდა. გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებიც.
პირველი ადგილი ორ მონაწილეს ერგო, საბა ქავთარაძეს სამტრედიიდან და თიკო ჭავჭანიძეს ხონიდან.
მეორე ადგილზე გავიდნენ ლუკა ლელაძე ზესტაფონიდან და ჯარჯი ჯამალაშვილი თერჯოლიდან.
მესამე ადგილის მფლობელები გახდნენ ელენე ლაბუჩიძე საჩხერიდან და ნინო რამიშვილი ხარაგაულიდან.
გამარჯვებულები 14 ნომინაციაში გამოვლინდნენ, მათ შორის ჟიურის რჩეული, ორგანიზატორთა რჩეული, ბენდის რჩეული. ასევე გამოვლინდნენ საუკეთესო საშემრულებლო ტექნიკის, სასცენო კულტურის მქონე მონაწილეები.
გამარჯვებულები იმერეთის ვიცე–გუბერნატორმა პაატა ნადირაძემ დააჯილდოვა. ზესტაფონის გუნდს პლანშეტი გადაეცა საჩუქრად.
პროექტი იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით მეორე წელია ხორციელდება. მასში მონაწილოებას თორმეტივე მუნიციპალიტეტის როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური შემსრულებლები იღებენ. წელს კონკურსში 45 ახალგაზრდა იღებდა მონაწილოებას.
,,პროექტი მეორე წლია ტარდება, მასში მონაწილეობას იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტი იღებს. პროექტის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა და ხელშეწყობაა. ერთგვარად სტიმულია ახალგაზრდებისთვის, უფრო მეტი იშრომონ და გახდნენ გამარჯვებულები“, –აღნიშნა იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ.
გამარჯვებულები 5 წევრიანმა ჟიურიმ, კომპოზიტორ მარიკა კვალიაშვილის თავმჯდომარეობით გამოავლინა.
კონცერტის ორგანიზატორები ნანა იამანიძე და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების წამყვანი სპეციალისტი, ასევე საქართველოს კულტურის პალატის წარმომადგენელი იმერეთში ბექა ბანძელაძე არიან.
პროექტის მუსიკალური მხარდამჭერია ბენდი "სამი ზნე".


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





13:50
21:51
11:02
16:29
















