მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებული ქუთაისელი მოსწავლეები მერიაში მიიღეს
მუსიკალურ კონკურსში გამარჯვებული ქუთაისელი ბავშვები ქუთაისში დაბრუნდნენ. მოსწავლეებს და პედაგოგებს დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და კულტურის სამსახურის უფროსმა მიღება მოუწყვეს.
შოთა მურღულიას განცხადებით, მერია შეძლებისდაგვარად დაეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში. წარმატებულ მუსიკოსებს და პედაგოგებს სიგელები გადასცეს. მერის განცხადებით, სიმბოლური პრემიები პედაგოგებასაც დაურიგდებათ. კონკურსში „ვარსკვლავები ტენერიფე“ მონაწილეების მგზავრობა მერიამ 5 000 ლარით დააფინანსა.
ოთხივე მოსწავლემ საპრიზო ადგილი მიიღო. ერთ-ერთი გამარჯვებული, ზ. ფალიაშვილის სახელობის N2 სამუსიკო სკოლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო კონკურს- ფესტივალების ლაურეატი ვიტალი კენჭაძეა. მან - I პრემია € 20.000 - სტოკჰოლმში სწავლის უფლებით მოიპოვა.
ასევე ,,ტენერიფე“-ზე სამმა ქუთაისელმა გაიმარჯვა.
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი ნანა გორგოძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, მრავალი საერთაშორისო პრიზისა და ვარსკვლავის მფლობელი ლიზი ბასილაძე (პედ. ანჟელა დოლაბერიძე) - I პრემია;
მ. ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის მოსწავლე, არაერთი საერთაშორისო კონკურსის მონაწილე და გამარჯვებული ლილე ესმნაძე (პედ. ლედა კანკავა) - II პრემია და შვედეთის მეფესთან კონცერტი, ნობელის პრემიის დარბაზში;
ფესტივალის საუკეთესო აკომპანიატორად ზ. ფალიაშვილის სახელობს N2 სამუსიკო სკოლის პედაგოგი ნანა დოღონაძე დასახელდა.
კონკურსი 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით, კანარის კუნძულებზე მიმდინარეობდა. ფესტივალში- „ვარსკვლავები ტენერიფე“-ზე 224 კონკურსანტი მონაწილეობდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















