|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოჩენილი ქუთაისელების შესახებ გადაცემებს მერია დააფინანსებს

"ქუთაისში მოღვაწე გამოჩენილი ქართველები“-ამ სახელწოდების გადაცემების ქუთაისის მერია შესყიდვას გეგმავს.  გადაცემების მოსამზადებლად 4 000 ლარი გამოიყო.

 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ქუთაისთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწეთა შესახებ, (ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ფალიაშვილი, ბალანჩივაძეების დინასტია, ლადო ასათიანი) მხატვრულ-პუბლიცისტური 8 გადაცემის მომზადება.

 HD ფორმატში  მომზადებული გადაცემის ხანგრძლივობა არანაკლებ 20 წუთი უნდა იყოს, ხოლო  ეთერში  თვეში ორჯერ, 2017 წლის 1 ივნისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.

მიმწოდებელმა უნდა მოიძიოს საჭირო მასალები სატელევიზიო არქივში, სახლ-მუზეუმებში, უზრუნველყოს დამონტაჟება და დაარქივება, ხოლო სიუჟეტის დასაწყისსა და ბოლოს განათავსოს წარწერა: "გადაცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“.

ტენდერში ასევე ჩადებულია პირობა, რომ გადაცემა უნდა გავიდეს ავტორიზებულ ტელევიზიაში,  რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობას და სიხშირით მაუწყებლობს მინიმუმ ქუთაისის ტერიტორიის არანაკლებ 90%-ზე. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა