|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გამოჩნდა ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი - წელს 3 ტიპის ვირუსი ცირკულირებს

ახლა ე.წ. ჰონგ-კონგის ტიპის ვირუსი ცირკულირებს. ასევე, ფიქსირდება H1-N1 ტიპის ვირუსის ერთეული შემთხვევები, - ამის შესახებ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ  განაცხადა. 

მისი თქმით, ჯერჯერობით კორონავირუსიც არსად გამქრალა. 

"წელს, რისკები 3 ვირუსის მხრივ არის მოსალოდნელი.  კორონავირუსი, რომელიც არსად არ გამქრალა, გრიპის ვირუსი და მესამე ტიპის ვირუსი, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა აქამდე ასეთი აქტიური არასოდეს ყოფილა. ძალიან ბევრი ქვეყანა მიუთითებს იმაზე, რომ წლევანდელი წელი ამ ვირუსის თვალსაზრისით გამორჩეულია და განსაკუთრებით ბავშვებში, ამ ვირუსის შემთხვევების მატებამ სამედიცინო დაწესებულებების გადატვირთვა განაპირობა. ეს ისევე, როგორც გრიპის ვირუსი ხშირად საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ღრმა, ხშირი მსტვინავი ხასიათის სუნთქვა, ეს ერთ-ერთი დამახასიათებელია რესპირაციული ვირუსისთვის, განსაკუთრებით 2 წლამდე ბავშვებში,"- აცხადებს იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. 

ავტორი: