„გამორიცხული არ არის, რომ ბზობის დღესასწაულზე ამ მავნებელმა ოჯახებშიც შემოაღწიოს“
"მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე საქართველოს მთავრობას კარანტინის გამოცხადებას სთხოვს.
წყარო: PIA.GE
მიზეზი რეგიონში გავრცელებული "ბზის ალურაა". პორტალ "კვირაში" გამართულ პრესკონფერენციაზე ჩხობაძემ ისიც განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო დაწესებულებები არ გაატარებენ საკარანტინო ღონისძიებებს, გამორიცხული არ არის, რომ ბზობის დღესასწაულზე ამ მავნებელმა ოჯახებშიც შემოაღწიოს.
ჩხობაძის განმარტებით, "ბზის ალურა" არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად კავკასიის რეგიონშია გავრცელებული და მცენარეებს საკმაოდ დიდ საფრთხეს უქმნის.
"ალურა თავდაპირველად სოჭში გაჩნდა და ეს მავნებელი შემოტანილი იქნა ოლიმპიადის დროს. ის გავრცელდა ჯერ აფხაზეთის ტერიტორიაზე, შემდგომ გადმოვიდა სამეგრელოს ტერიტორიაზე და რეალურად, საკმაოდ დიდ პრობლემას უქმნის იმ საკულტო მცენარეს, რომლის დღესასწაულის რამდენიმე დღეში გვექნება- ბზობის დღესასწაულს ვგულისხმობ. ალურაზე, ფლეგის ფარგლებში, 2014 წელს ჩატარდა კვლევა. კვლევებმა მოგცეს საშუალება გაგვეკეთებინა კონკრეტული დასკვნები, თუმცა საბოლოო დასკვნის გაკეთების საშუალება სახელმწიფოს ამ კვლევებმა მაინც ვერ მისცეს. დღეს მდგომარეობა საკმაოდ საგანგაშოა დასავლეთ საქართველოში და უკვე აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნიმუშაები არის აღმოსავლეთ საქართველოშიც. „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები“ მოვუწოდებთ მთავრობას, რომ მან გამოაცხადოს კარანტინი. გაატაროსს თუნდაც საკარანტინო ღნონისძიებები საქართველოში და შეზღუდოს ბზის გადატანა- გადმოტანა ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ოპონენტი თვლის, რომ კარანტინის გამოცხადებას აზრ არ აქვს, იმიტომ რომ ის მაინც გავრცლეებულია, გეტყვით, რომ ჯერ კიდევ არის ბზები, სადაცა არა შესეული „ბზის ალურა“. შესაბამისად, გარკვეული რაოდენობის ბზის გადარჩენის საშუალება მაინც არსებობს. „ბზის ალურა“ ეს არ არის კავკასიისთვის დამახასიათებელი მავნებელი მცენარე და ის შეიძლება გადავიდეს სხვა მცენარეებზეც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მთავრობას და სახელმწიფო დწესებულებებს, რომ გაატარონ საკარანტინო ღონისძიებები, რომ ალურა არ შევიდეს ოჯახებში ბზობის დროს“,-განაცხადა ჩხობაძემ.
აღსანიშნავია, რომ ჩხობაძე, საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბზის ყიდვამდე ისინი დაკავირდნენ მცენარის ტოტებს რადგანაც ალურა, ერთგვარი ჭიაა, რომელიც მზის გამოსვლასთან ერთად გარეთ გამოდის, და იმ შემთხვევაში, თუ დააფიქსირებენ ამ ჭიას, მაშინ მექანიკურად გაანადგურონ - ხელით მოაცილონ.
მისივე განცხადებით, "ბზის ალურა" ადამიანებისთვის საშიში არ არის, თუმცა ის საკაოდ აქტიური მავნებელია და სასურველია, თუ ოჯახში არ მოხვდება.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





13:50
21:51
11:02
16:29
















