|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

განათლების სამინისტრო მოხალისეების შესარჩევად კონკურსს აცხადებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოხალისეობის განვითარების პროგრამის – “საქართველოს მოხალისეს” ფარგლებში, მიმდინარე წლის 3 ივლისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს 16-დან 25 წლამდე მოხალისეების შერჩევის მიზნით (თითო მუნიციპალიტეტიდან შეირჩევა 2 მოხალისე).

პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის განვითარება საქართველოს მასშტაბით, მოხალისეობის გზით ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია, მოხალისეთა მიერ გაწეული შრომის წახალისება.

კონკურსის პირველ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა ახალგაზრდებმა, მიმდინარე წლის 3 ივლისის ჩათვლით რეგიონების მიხედვით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე http://youth.indygo.ge/ კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება. შერჩევაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს მიერ შერჩეული პროგარამის საკოორდინაციო არასამთავრობო ორგანიზაციები, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.
შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შემდეგი ფაქტორები

მთლიანობაში შეირჩევა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან და ქ. თბილისიდან 148 მოტივირებული მოხალისე (ორი მოხალისე თითო მუნიციპალიტეტიდან), რომლებიც ივლისის ბოლოს გაივლიან 5 დღიან მოსამზადებელ ტრენინგ-სემინარს.

ტრენინგ-სემინარის დასრულებისას თითოეულ მოხალისეს გადაეცემა ტრენინგ-სემინარის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი და წლის ბოლომდე მიენიჭება„საქართველოს მოხალისის“ სტატუსი.
პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2018 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ქ. თბილისში და რეგიონებში განახორციელებენ ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანების დახმარება, სოციალური საქმიანობა, ფილმების ჩვენება, უცხო ენების კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

 

ავტორი: ნიუპრესი