|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO) რეგისტრაცია დაიწყო

სრულიად საქართველოს მოსწავლეთა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (OLYINFO), რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 2026 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდება.

მასში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს მასშტაბით მოსწავლეებს 9-18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში (III – XII კლასები).

OLYINFO თითოეულ მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, გამოსცადოს საკუთარი უნარები ინფორმატიკაში, ლოგიკურ და ალგორითმულ აზროვნებაში, ხოლო საუკეთესო შედეგების მქონე მოსწავლეები ჩაერთვებიან ეროვნული ნაკრებების შერჩევისა და გადამზადების პროცესში.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 29 იანვრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://www.olyinfo.ge 

OLYINFO - ს ოლიმპიადასთან დაკვაშირებით საინფორმაციო შეხვედრა იმართება რეგიონებში. გიწვევთ საინფორმაციო შეხვედრაზე, სადაც დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს გავაცნობთ ჰაბის ფარგლებში დაგეგმილი OLYINFO ოლიმპიადის შესახებ და სხვა სამომავლო საერთაშორისო ჩემპიონატების შესახებ ინფორმაციას:

ქუთაისი - 23 იანვარს,  

15:00  საათი  მისამართი: გრიშაშვილის ქ #26 (თიბისის შემობა). შეხვედრა გაგრძელდება 1 საათი. 

OLYINFO ეროვნულ დონეზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით 2017 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა რაოდენობა ყოველწლიურად 3000-ს აჭარბებს. მთავარი პრიორიტეტი საქართველოში ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი სამომავლოდ საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მზადებაა. 

საქართველოს უკვე აქვს მნიშვნელოვანი მიღწევები საერთაშორისო არენაზე. ქვეყანამ 2000 წლიდან მოიპოვა: • IOI — 7 ოქრო, 13 ვერცხლი, 43 ბრინჯაო და 2 საპატიო დიპლომი
• EGOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 3 ბრინჯაო • EJOI — 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 20 ბრინჯაო და ევროპის აბსოლუტური ჩემპიონობა • IOAI — 1 ბრინჯაო (საქართველო ოლიმპიადას 2025 წლიდან შეუერთდა)

ოლიმპიადების წარმატებული მონაწილეები დღეს სწავლობენ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში — MIT, Carnegie Mellon, Vanderbilt, Rice University, NYU Abu Dhabi, Singapore National University, Nanyang Technological University და სხვაში, ხოლო კარიერას აგრძელებენ ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებში, როგორებიც არის Google, Meta, Microsoft, Dropbox, Palantir, Amazon, Databricks, Waymo და სხვა.  

ოლიმპიადა ტარდება საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე, თიბისის გენერალური მხარდაჭერით. ჰაბის პარტნიორები არიან: გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაცია, ICT ასოციაცია, Lineate, EPAM და დეველოპერული კომპანია Blox.  პარტნიორობა მიზნად ისახავს ინკლუზიური, ხარისხიანი და მდგრადი ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებას საქართველოში.

საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი მიზნად ისახავს ახალი თაობის ტექნოლოგიური ლიდერების აღმოჩენას, განვითარებასა და გრძელვადიან მხარდაჭერას.

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა