|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის მეწარამეობის ახალი პროგრამა იწყება

USAID-ის პროგრამა „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში“ (YES-Georgia), Buzz Georgia/ბაზ საქართველოს კომპონენტის ფარგლებში, მეწარმე ქალებისთვის ტრენინგების ციკლს იწყებს.

პროექტის მიზანია პერსონალური და მეწარმეული განათლება ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისთვის. მეწარმეობაში ცოდნის მიღების ხელშეწყობით და თვითდასაქმების დონის ამაღლებით, პროგრამა YES-Georgia და მისი კომპონენტი  Buzz Georgia მხარს უჭერს ქვეყანაში ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.

  

ტრენინგები რეგიონში მცხოვრები მეწარმე ქალებისთვის იმართება, რომლებსაც სურთ სამეწარმეო–ფინანსური უნარ–ჩვევებისა და პიროვნული კომპეტენციების განვითარება, ახალი ცოდნის მიღება და საკუთარი უნარების განვითარება.

 

Buzz Georgia / ბაზ-საქართველო - Buzz Women-ის ადგილობრივ ფრანჩიზას წარმოადგენს. რომელიც Buzz Women ქალების ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა.

 

საქართველოში, Buzz Georgia  USAIDის პროგრამის  „ახალგაზრდების და ქალთა მეწარმეობის მხარდაჭერა საქართველოში (YES-Georgia)“ კომპონენტია,   YES-Georgia ხორციელდება ფონდი კრისტალის მიერ, USAID-ის და ქალთა გლობალური განვითარების და კეთილდღეობის (W-GDP) ინიციატივის ფარგლებში, ამერიკელი ხალხისგან მიღებული ფინანსური დახმარებით. პროექტს დამატებით ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი.

 

ბაზ–საქართველოს ტრენინგები მოიცავს შემდეგ მოდულებს:

  1. მეწარმეობის საფუძვლები
  2. წარმატებული მეწარმის თვისებები
  3. პიროვნული განვითარება, ლიდერობის უნარები, კომუნიკაცია, პრეზენტაცია
  4. მიზნის დასახვა
  5. ფინანსური მიზნის დასახვა და ფინანსური მენეჯმენტი.

ტრენინგები ტარდება ონლაინ, ყოველ შაბათ-კვირას და მასში ჩართვა შეუძლია ყველა ქალს საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.

 

დეტალური ინფორმაცია https://crystalfund.ge/ka/

ავტორი: ნიუპრესი