|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ელისო ვარდანიძის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

"ათენში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის, ელისო  ვარდანიძის  სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს, საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, 100%- ით დაფარავს საქართველოს საელჩო საბერძნეთში. აგრეთვე, ოჯახის პირადი ნივთების უსასყიდლოდ გადაზიდვას საქართველოში თავის თავზე აიღებს  ჩიკორია ექსპრესი და შპს "საქრთველოს ფოსტა",-ამის შესახებ "ნიუპრესს" საბერძნეთიდან ქართველმა ემიგრანტმა გიორგი ოკრიბელაშვილმა აცნობა.  

  შეგახსენებთ,  რომ საბერძნეთი დედაქალაქ ათენში  პნევმონიით 34 წლის ელისო ვარდანიძე გარდაიცვალა.  ელისო ვარდანიძე წარმოშობით ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხიდან არის. მას 3 წლის შვილი  დარჩა, რომელიც  ათენში ელისოს დედასთან იმყოფება.  გარდაცვლილი ემიგრანტის სამშობლოში გადმოსვენებისათვის საჭირო თანხებს  ამ დრომდე საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აგროვებდნენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი