|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გარდაცვლილი პატიმრის საქმეზე ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ პატიმარ გიგა ფარტენაძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულებს განაჩენი გამოუტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს შოთა შანიძეს - 15 წელი, გიორგი სეხნიაშვილს - 9 წელი, ხოლო ლევან მოისწრაფიშვილს 11 წელი მიუსაჯა.
შემთხვევა სასჯელაღსრულების გეგუთის მე-14 დაწესებულებაში 2014 წელს მოხდა. პატიმრების ურთიერთშელაპარაკების შედეგად გიგა ფარტენაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
გიგა ფარტენაძის ოჯახის წევრების განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მათ არ აკმაყოფილებთ. როგორც ისინი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, მათ დაკავებულებისთვის უფრო მკაცრი სასჯელი უნდოდათ.

 

ipn.ge

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა