გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომელმა ავტომობილით ძაღლს გადაუარა
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომელმა ავტომობილით ძაღლს გადაუარა. შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ორგანიზაციამ მომხდარის შესახებ ვიდეო სოციალურ ქსელში გაავრცელა.
როგორც „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ თავმჯდომარემ თემურ ლაჭყეპიანმა „ნიუპრესთან“ საუბარში აღნიშნა, მომხდარის შესახებ ეცნობა შსს-ს და პროკურატურას. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. ამავდროულად გარემოს დაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ავტომობილი, რომლითაც ძაღლის მკვლელობა მოხდა ნამდვილად მათ უწყებას ეკუთვნის. სამინისტროს მიერ მომხდარზე განცხადება დღის მეორე ნახევარში აკეთდება.
როგორც "ნიუპრესს" ფაქტის თვითმხილველმა განუცხადა, შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის წინ მოხდა. ავტომანქანას ჰქონდა გარემოსადაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ლოგო, რომელმაც ქუჩაში მყოფ ცხოველს გადაუარა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















