გათავისუფლებულ ნანა კაკურიას მერია ახალ სამსახურს სთავაზობს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში #15 ბაგა–ბაღის გათავისუფლებული გამგის საქმის მოსამზადებელი განხილვა ჩატარდა. პროცესზე მხარეებმა თავიანთი შუამდგომლობები წარადგინეს. მოსამართლე ციცინო კიკვაძემ მხარეებს მოლაპარაკება შესთავაზა. როგორც ბაღების გაერთიანების წარმომადგენლების იურისტმა რამაზ იობიძემ განაცხადა, ქუთაისის მერია მზად არის ნანა კაკურია სხვა თანამდებობაზე დაასაქმოს.
შეთავაზება მიუღებელია ნანა კაკურიასათვის. მისი ადვოკატის, რობინზონ ხურცულავას განცხადებით, გათავისუფლებული კაკურია სამსახურში აღდგენას ითხოვს.
მოსამართლემ მხარეებს გადაწყვეტილების მისაღებად დრო მომდევნო მოსამზადებელ სხდომამდე მისცა. გაერთიანებას კი დაავალა სხდომაზე წარმოადგინოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას და რა ოდენობის ანაზღაურებას სთავაზობს მერია გათავისუფლებულს.
მომდევნო სხდომა 6 აპრილს არის ჩანიშნული. თავად ნანა კაკურია სასამართლოში არ იმყოფებოდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















