გეგუთის ციხეში მომხდარ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის სასამართლო პროცესი გადაიდო
მსჯავრდებული შოთა შანიძე, რომელმაც #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში თვითმკვლელობა სცადა, რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს. მსჯავრდებულის ადვოკატის გიორგი გოგინავას ინფორმაციით, შანიძის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა და ის კონტაქტურია, თუმცა მკურნალობას აგრძელებს.
შოთა შანიძის მდგომარეობის გამო ადვოკატმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. დაცვის მხარემ მოითხოვა 22 თებერვლას ქუთაისის სააპელაციო სასმართლოში ჩანიშნული პროცესის გადადება, რადგან მსჯავრდებული პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა.
მსჯავრდებულმა 10 თებერვალს თვითმკვლელობა სცადა. ოჯახს თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით გარკევული ეჭვები აქვს და აცხადებდნენ, რომ შოთა შანიძე ვარჯიშობდა და ცდილობდა, საკუთარი უდანაშაულობა დაემტკიცებინა. ქუთაისის საპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე კი შანიძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, მისი ლიკვიდაცია მოეხდინათ.
შეგახსენებთ, 2014 წლის მარტში გეგუთის ციხეში გიგა ფარტენაძის მკვლელობობის საქმეში 3 პატიმარი ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. შოთა შამიძეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















