გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები დასკვნით ფაზაში შევიდა - საპატრიარქო
გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები (გუმბათის ჩათვლით) დასკვნით ფაზაში შევიდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო აცხადებს.
მათივე ცნობით, გერმანელი კონსტრუქტორები მთავარი ტაძრის გუმბათის დროებითი გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს აწარმოებენ.
„რამდენიმე კვირიანი შეფერხებები, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა