გელათის მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
გელათის სამონასტრო კომპლექსში, მთავარი ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის სამუშაოები სრულდება. გადახურვის მოწყობის დასკვნით სამუშაოებს გერმანელი კონსტრუქტორები აწარმოებენ. დღეს დროებითი გადახურვა ტაძრის გუმბათზე განთავდება. რამდენიმე კვირიანი შეფერხებები, რომელიც მასალის მოწოდებასთან იყო დაკავშირებული, აღმოფხვრილია და ტაძრის ერთიანი დროებითი გადახურვის მოწყობის ურთულესი მასშტაბური სამუშაოები მიმდინარე კვირაში მთლიანად დასრულდება.
მიმდინარე სამუშაოებს გელათში გაეცნო კულტურის მინისტრი. ადგილზე იმყოფებოდნენ გელათის რეაბილიტაციის დროებით კომიტეტის წევრები და გერმანელი სპეციალისტები.
"პარასკევს იყო კონფერენცოა გელათის მიმდინარე რეაბილიტაციის შესახებ, ვნახეთ, ბორდოს წევრი ყველა მეცნიერი და კვლევების შედეგები. როგორც გითხარით, პრაქტიკულად დასრულდა, გუმბათი გადაიხრება, ჩამოსული არიან გერმანელი სპეციალისტები. ამ პროცესსაც აქვს თავისი წესები, არ ხდება კონსტრუქციის გვერდების დახურვა, გათვალისწინებულია ტემპერატურული ცვლილებები. კვლევის მაღალი დონით მიმდინარეობს ყველაფერი, ვართ იუნესკოსთან თანხვედრაში. ყველაზე დიდი მიღწევა, ისაა, რომ უნიკალურად კეთდება და იგეგმება პროცესი. ვეცნობოდოთ, როგორ კეთდებოდა ნოტრდამი და როგორ გაკეთდა გელათი. ნამდვილად, უნიკალურია პროცესი და მონდომება სახელმწიფოსი, ეკლესიასაც და მეცნიერებისაც, რომ გადავარჩინოთ, ერთობლივი ძალისხმევით და გავაკეთოთ ისეთი მოდელი კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის, რომელიც პროტოკოლად გაიწერება. ეს არის ცოცხალი პროცესი და ბუნებრივია, რომ კვლევები და მოვლა-პატრონობა სულ ჭირდება. იუნესკოს დასკვნაშიც, რომელიც ივლისში იქნება წარდგენილი და ატვირთულია მათ საიტზე, ვიცით, წერია, რომ ჩვენი ძალისხმევა, არის მისასალმებელი, რომ მსოფლიო მემკვიდრეობის მიდგომები გავითვალისწინეთ და დღეს გუმბათი გადაიხრება და ეს პროცესი წინ წავა"- განაცხადა თიკა რუხაძემ.
შეგახსენებთ, წარუმატებელი რეაბილიტაციის შედეგად გელათის უნიკალურ ფრესკებს შეუქცევადი ზიანი მიადგა.
ავტორი: