|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გელათის ქუჩა კვლავ გადაითხრება

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გაჭიანურებული სამუშაოები ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გამხდარა. როგორც ქუთაისის ვიცე მერი ნოდარ მიქიაშვილი განმარტავს,  მოედნის მიმდებარე ტერიტორია და გელათის ქუჩის დასაწყისი, ყველაზე უხარისხოდ დაგებული მონაკვეთია. მისი თქმით, ის მონაკვეთი, რომელიც უხარისხოდ არის შესრულებული, ხელახლა დაიგება.

"მოედნის მიმდებარე ტერიტორია და გელათის ქუჩის დასაწყისი, ყველაზე უხარისხოდ დაგებული მონაკვეთია, ამის გამო კომპანიას მოვთხოვეთ  ხელახლა შეესრულებინა   სამუშაოები. რამდენიმე დღეში ნახავთ, რომ  ის მონაკვეთი, რომელიც  უხარისხოდ არის  შესრულებული,  ხელახლა დაიგება. რა თქმა უნდა, ეს მოსახლეობას  რამდენიმედღიან პრობლემას შეუქმნის, თუმცა ამ პრობლემის გამო უხარისხოდ დაგებულ გზას უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ",– აღნიშნა მიქიაშვილმა. 

შეგახსენებთ,  ქალაქში ყველაზე მსხვილი პროექტის, გელათის ქუჩის რეაბილიტაციისთვის  2 925 000 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებული კომპანიამ შ.პ.ს ,,გზამშენი 21“ შეასრულა. 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი