გელათის სამონასტრო კომპლექსში დროებითი გადახურვის სამუშაოები განახლდა
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. დროებითი გადახურვის სამუშაოები დასავლეთის კალთაზე დაიწყო.
საჭირო იყო სპეციალური ტექნიკა - ამწე, რომელიც გელათის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 16 საათზე გამოჩნდა.
კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, დროებითი გადახურვის სამუშაოები დღესვე დასრულდება.
კომპანიები, რომლებმაც გელათის გადახურვის სამუშაოები არაჯეროვნად შეასრულეს, 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. სააგენტოს გადაწყვეტილებით, გელათის სახურავის სრულ რეაბილიტაციას კომპანია "ბაგინეთი+" განახორციელებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა

15:13
13:05
10:03
09:58
















