|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გერმანიაში დასაქმების მსურველების რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება

გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს და დაასაქმოს, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გერმანიაში სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყება,  ხოლო პროგრამა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

„გერმანიის მთავრობა მზადაა ჩვენი მოქალაქეების განუსაზღვრელი ოდენობა მიიღოს და დაასაქმოს. ეს არის დროებითი შრომითი მიგრაცია, რომლის ვადები სამი თვითაა განსაზღვრული. ეს მიმართულია როგორც ჩვენი მოქალაქეების ფინანსური კეთილდღეობისთვის, ასევე გარკვეული ცოდნის გაცვლისკენ და საქართველოში უკვე ევროპული გამოცდილების მქონე ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებისა და მათი აქ სამუშაო ადგილებზე ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე - workabroad.gov.ge გადის.

ავტორი: ნიუპრესი