|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გია თევდორაძის საქმის განხილვა ისე გადაიდო

პარლამენტის პიკეტირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულების საქმის განხილვა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეისათვის იყო ჩანიშნული, 3 თებერვლისთვის გადაიდო.

როგორც სასამართლო განხილვამდე გია თევდორაძემ განაცხადა, წინასწარ ძნელია პროგნოზირება, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რადგან ამ ქვეყანაში განაჩენი არა მოსამართლეს და კანონს, არამედ კონკრეტულ ერთ პირს გამოაქვს.

 შეგახსენებთ, 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 16 პირი დააკავეს, მათ შორის ქუთაისელები გია თევდორაძე,  კახა მაჩიტიზე და ზურაბ კოსტავა არიან.

დაკავებულები სასამართლო პროცესი იმავე დღეს ჩაინიშნა, თუმცა გადაიდო, ხოლო დაკავებულები ადმინისტრაციული წესით გაათავისუფლეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა