გიორგი იობაშვილი ერთი წელი ღირსეულად ემსახურა ქალაქს - გიორგი ჭიღვარია
გიორგი იობაშვილი ერთი წელი ღირსეულად ემსახურა ქალაქს-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ. მან გავრცელებული ინფორმაცია არსებულ დაპირისპირებაზე არ დაადასტურა.
"გიორგი იობაშვილი ერთი წლის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ქალაქს, ახლა აპირებს, სხვა მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა. რაც შეეხება ვიცე-გუბერნატორის წასვლას, ეს უკვე გუბერნიის თემაა. რაც შეეხება პოლიტიკურ დაპირისპირებას, ეს დაპირისპირება არ არსებობს"-განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.
ქუთაისის მერმა ასევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია ვიცე-მერად ლაშა ნარჩემაშვილის შესაძლო დანიშვნის შესახებ. მისი თქმით, ამ პოსტზე ნარჩემაშვილის კანდიდატურა არ განიხილება.
შეგახსენებთ, გუშინ თანამდებობა ერთდროულად დატოვეს, იმერეთის ვიცე გუბერნატორმა გრიგოლ დალაქიშვილმა და ქალაქის ვიცე მერმა გიორგი დალაქიშვილმა, ორივე კადრი ქუთაისის მერის მხარდამჭერებად სამთავრობო სტრუქტურაში "ქართული ოცნებიდან" მოვიდა და გიორგი ჭიღვარიას წრეს წარმოადგენდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















