"გიორგის სადაც დავჭირდები, იქ ვიქნები"- ლაშა გვენეტაძე
გიორგის სადაც დავჭირდები, იქ ვიქნები - განაცხადა ლაშა გვენეტაძემ "ნიუპრესთან" საუბარში.
ქუთაისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება-მრეწველები“ თავმჯდომარე ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება.
"გიორგის (ჭიღვარია) და გუნდს სადაც დავჭირდები, მათ გვერდით ვიქნები, ვადასტურებ, რომ შემოთავაზება არის", -განაცხადა ლაშა გვენეტაძემ.
როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია და ვიცე მერის წარდგენის საკითხი უახლოეს დღეებში არ იგეგმება.
ლაშა გვენეტაძე პროფესიით იურისტია, ქუთაისის საკრებულოში წინა მოწვევის საკრებულოდან მხოლოდ ის და საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია არიან. წინა მოწვევის საკრებულოში საქმიანობის დროს ის დააკავეს და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუხლით (სსკ 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი) გაასამართლეს, ქუთაისის სასამართლომ მას 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 7 თვემდე ვადა გაატარა, შემდეგ კი ის უდოს კომისიის გადაწყვეტილებით, ანუ ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლდა. მოკლე ხანში კი როგორც ნასამართლეობა, ასევე პირობითი მსჯავრი მოეხსნა. მან ამ მოთხოვნით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა. თვითმმართველობის არჩევნებში კი ლაშა გვენეტაძე მმართველი პარტიამ საარჩევნო სიის მეექვსე ნომრად წარადგინა, რის შედეგადაც ის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრი გახდა. საკრებულოში მმართველი პარტიის მხარდაჭერით მან ფრაქციის შექმნაც შეძლო, რომელსაც თავმჯდომარეობს. ფრაქციის "ქართული ოცნება- მრეწველები" შემადგენლობაში დავით წულეისკირი, ლაშა გვენეტაძე და მამუკა რიჟამაძე არიან.
შეგახსენებთ, ქუთაისის მერის პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც გიორგი იობაშვილმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ავტორი: ირინა მაკარიძე




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















