|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გივი ჯიბლაძე თავს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების კონფლიქტის მსხვერპლად მიიჩნევს

გივი ჯიბლაძეს მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პორების კონფლიქტისა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "სვეტის" დაკავებული ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ვალერი გელბახიანმა წინასწარი დაკავების იზოლატორში გივი ჯიბლაძე მოინახულა. სამმართველოს დატოვების შემდეგ კი თავად დაკავებულის პოზიცია ჟურნალისტებს გააცნო. ადვოკატის თქმით, მიმდინარე პროცესებს ჯიბლაძე ხელისუფლებას უკავშირებს, თუმცა ადვოკატმა ამ ეტაპზე კონკრეტული გვარები არ დაასახელა. ადვოკატმა საჯაროდ მხოლოდ ბიზნესმენების, ძმები ქურდიანების გვარი ახსენა.

"ჯერჯერობით მან ბრალის ფორმულირება არ იცის. მე მივაწოდე ის ინფორმაცია, რაც გაცხადდა - 180-ე მუხლი. ის არათუ არ ეთანხმება სავარაუდო ბრალდებას, არამედ აქვს თავისი მტკიცებულებები, რომ თავი იმართლოს. მიაჩნია, რომ არის მსხვერპლი სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პორების კონფლიქტისა.

მე ამ წუთში არ შემიძლია იმ პიროვნებების გვარების დასახელება, თუმცა ვიტყვი, რომ ის ასახელებს ბიზნესმენებს, კერძოდ, ძმებ ქურდიანებს, რომლებიც ჩართული არიან ამ პროცესში და რომ მათ „სვეტის“ ქონების ხელში ჩაგდება უნდათ. ასევე, ამბობს, რომ ეს პირები ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან არიან გარიგებაში. ქონების დათმობას რაც შეეხება, ის ამას არ აპირებს. მისი პოზიციაა, რომ დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და რომ ის კონსპირაციის მსხვერპლია", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია კომპანიის კიდევ ერთი ხელმძღვანელი პირი  თორნიკე ჯანელიძე. 

გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის  (თაღლითობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით) ჩადენას ედავება. 

ipn.ge

კომპანია "სვეტის" დირექტორი, გივი ჯიბლაძე დააკავეს

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა