|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია მეცხრე დღეა საკვებს და მედიკამენტებს არ იღებს

გოგი წულაია სასჯელსღსრულების დაწესებულებაში  მეცხრე დღეა შიმშილობს.  მისი მხარდამჭერების განცხადებით, პოლიტიკოსი, რომელმაც რამდენიმე თვის წინ გულის ოპერაცია გაიკეთა, არც მედიკამენტებს იღებს.

გოგი წულაის ადვოკატის ვალეხი გელბახიანის განცხადებით, წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღთებოა.

"გოგი წულაია მეცხრე დღეა არც საკვებს და არც მედიკამენტებს იღებს. თვლის თავს პოლიტიკურ პატიმრად. მისი ჯანმრთელობის  გათვალისწინებით, მდგომარეობა საყურადღებოა.  მას ისეთი დაავადებები აქვს, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი, საკვების მიუღებლობამ ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მისი კომაში ჩავარდნა გამოიწვიოს", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

შეგახსენებთ, წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. 

გოგი წულაიას მხარდასაჭერად ხვალ, 28 მარტს გლდანის ციხესთან აქცია გაიმართება.  აქციას ქუთაისიდანაც შეუერთდებიან.

 

ავტორი: ნიუპრესი