|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაია, შესაძლოა, ზესტაფონის მერობის კანდიდატად დასახელდეს

გოგი წულაია ზესტაფონის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.

"ვფიქრობ, ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია. მეუბნებიან, რომ მივიღო მონაწილეობა, გადაწყვეტილებას ერთ კვირაში გავახმოვანებ, თუ დავთანხმდები,  აქტიურად ვიბრძოლებ ზესტაფონელების პრობლემების მოსაგვარებლად", - განაცხადა გოგი წულაიამ.

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება. 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა