|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიამ "სეს"-ის ოფისში ფაროსანები მიიყვანა [VIDEO]

პარტია "თავისუფალი საქართველოს ზესტაფონის მერობის კანდიდატმა "სურსათის ეროვნული სააგენტოს" რეგიონულ ოფისთან ფაროსანები მიიყვანა.

გოგი წულაიამ პერფორმანსით ორგანიზაციის უმოქმედობა გააპროტესტა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მილიონები იხარჯება, შედეგი ნულია და ფაროსანას ნაცვალად ფუტკრები განადგურდა.

"შარშან 60 მილიონი დაიხარჯა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში, მიუხედავად ამისა, ფაროსანა თავს კარგად გრძნობს, ფუტკრები და ფრინველები განადგურდა. ახლა უნდა იყვნენ სოფლებში ჩასული და წამლავდნენ, მაგრამ ყველა მანქანა აქ დგას და არც ახსოვთ მოსახლეობა. ეს არის დანაშაული, და დამნაშავეა ყველა, ვინც მოსახლეობის ხარჯზე ცოლ-შვილს დასასვენებლად უშვებს. ამიტომ, რადგან ესენი არაფერს აკეთებენ, და არ მიდიან ფაროსანასთან, ამიტომ ჩვენ დავიჭირეთ და მივიყვანეთ ფაროსანები, რომ აქ მოყვანილი მაინც მოკლან", -განაცხადა გოგი წულაიამ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მან პერფორმანსი დაიგეგმა, საჩვენებლად მხოლოდ ორი მანქანა გავიდა.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა