|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი ემიჯნება

ოპოზიციის მიერ გავრცელებულ გოგი წულაიას მხარდამჭერ განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებელის" წევრი, თეონა ჭალიძე  ემიჯნება.

როგორც თეონა ჭალიძე აღნიშნავს, ის არა მარტო არ ეთანხმება, წუხილსაც კი გამოთქვამს განცხადების გამო.

„არ ვეთანხმები ამაზე ხელმოწერას. პს: ვწუხვარ კიდეც", - წერს ჭალიძე სოციალურ ქსელში.

დღეს, 22 აპრილს, 20-ზე მეტმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა,  სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ბრალდებულ გოგი წულაიას საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.

პარტიები აღნიშნავენ, რომ ეჭვქვეშ არ აყენებენ ქალის ბრალდებებს ძალადობაზე, თუმცა წულაიას პატიმრობაში დატოვება შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე მიუთითებს. 

პარტიები განცხადებაში მიუთითებენ ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ფარულ ჩანაწერებზე და აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა