გოგი წულიამ ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დაწვა [VIDEO]
გოგი წულიამ პროტესტის ნიშნად ქუთაისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი სიმბოლურად დაწვა. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარის განცხადებით, ბიუჯეტი ვერ ასახავს მოსახლეობის პრობლემებს და ორიენტირებულია იმაზე, როგორმე ერთი წელი გადააგორონ.
"არაა ადამიანებზე ორიენტირებული ბიუჯეტი, არცერთი პროექტი არაა მორგებული მოსახლეობის პრობლემებზე. გადაწერილია წინა წლის ბიუჯეტი და ასე ცდილობენ ერთი წელი გადააგორონ. როგორ შეიძლება ვტრაბახობდეთ იმით, რომ იზრდება სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა, საკუთარ ქონებას ვერ განკარგავენ და რა თვითმმართველობაა ეს.ბიუჯეტში არაფერი წერია ქალაქის განვითარებაზე, ამიტომ პროტესტის ნიშნად დავწვი და ვაჩვენე ადამიანებს ნუ ელოდებიან ამ ბიუჯეტით განითარებას, ვინაიდან ამაზე ბიუჯეტში არაფერი წერია"- განაცხადა გოგი წულაიამ. მან მერიას ავტომობილების და თვითმმართველობის შენობის განყიდვისკენ მოუწოდა.
ქუთაისის მერიაში გოგი წულაიას ბრალდებებს სერიოზულად არ მიიჩნევენ და არ პასუხობენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















