|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა

 გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო უბანზე მისვლას ინციდენტი მოჰყვა.
ქუთაისის #22 საარჩევნო უბანთან მყოფი მოქალაქეების განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატმა მანქანიდან გადმოსვლის დროს მათ შეურაცხყოფა მიაყენა. როგორც ისინი ამბობენ, ვაშაძემ იკითხა - „აა, ესენი ქოცები არიან“, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ინციდენტი მალევე ამოიწურა, თუმცა გაგრძელდა მას შემდეგ, რაც ვაშაძე უბნიდან გამოვიდა. 
ადგილზე მას ისევ დახვდნენ მოქალაქეები და მისი რეპლიკა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.
მოქალაქეები ირწმუნებიან, რომ მათ ისეთი არაფერი ჩაუდენიათ, რასაც შეიძლებოდა ვაშაძის გაღიზიანება გამოეწვია. 

ინციდენტის მონაწილეები მმართველი გუნდის მხარდამჭერები არიან,  რომლებიც, ვაშაძის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს სკანდირენდნენ.  სავარაუდოდ, ისინი  საარჩევნო უბანთან ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის მოსვლას საგანგებოდ ელოდებოდნენ. 
 ერთ-ერთი მათგანი მაჟორიტარი ბიუროს მმართველი ზაზა ჯანგველაძეა. მისი თქმით, უბანზე იმიტომ მივიდა, რომ მისი მეუღლე აძლევს ამ უბანზე ხმას.
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა