"ხე ავარიულობის და მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე მოიჭრა"
"გთხოვთ, სანამ დროა, არ დატოვთ ეს საქმე უყურადღებოდ და დაავალოთ სათანადო სამსახურს პრობლემის მოგვარება, რაც წმინდა ნინოს ქუჩაზე ავარიული ხის მოჭრაში გამოხატება",-ამ შინაარსის წერილით მიმართა ქუჩის მოსახლეობამ მერიას. მერიის პრესსამსახურის მიერ მოწოდებული დოკუმენტების თანახმად, წმინდა ნინოს ქუჩაზე ხის მოჭრა მერიას ადგილობრივებმა თხოვეს.
მერიის მიერ მოწოდებულ წერილში ვკითხულობთ, რომ ხე დაზიანებული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეებს. გამწავნების სამსახურის დასკვნის საფუძველზე მოხდა ხის მოჭრა. მერია ასევე ავრცელებს ფოტოებს, სადაც ჩანს ხის დაზიანებული ძირი.
შეგახსნებთ, რომ წმინდა ნინოს ქუჩაზე ხე დღეს მოიჭრა, მომხდარი "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გააპროტესტა.
ქუთაისში, მერიის მიმდებარედ მრავალწლოვანი ხე მოჭრეს

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















