ქუთაისში, მერიის მიმდებარედ მრავალწლოვანი ხე მოჭრეს
ქუთაისში, მერიის მიმდებარედ, წმინდა ნინოს ქუჩაზე მრავალწლოვანი ხე მოჭრეს. ნაძვის ხის მოჭრას "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრი ნიკა ნარსია აპროტესტებს.
"მერიის მიმდებარედ მოჭრეს საღი ხე, ეს არ არის პირველი შემთხვევა, მოედანზე მოიჭრა რამდენიმე ხე, კარვები რომ დაედგათ. მწვანე ნარგავებს საფრთხე ემუქრებათ და უნდა შევაჩეროთ მერია, ვიდრე სრულად განადგურებულა გამწვანება", -განაცხადა ნიკა ნარსიამ.
სამუშაოები მერიის ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" განახორციელა. როგორც ააიპის პრესსამსახურში აცხადებენ, მიიღეს ბრძანება ხის მოჭრის შესახებ და მათ, უბრალოდ, სამუშაოები შეასრულეს.
მერიის პრესამსახურის განმარტებით, ხის მოჭრის მოთხოვნით მერიას მოსახლეობამ მიმართა.

"ხე ავარიულობის და მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე მოიჭრა"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















