"გურამ მაჭარაშვილმა დევნილთა და განსახლების მინისტრთან ერთად ლაგოდეხის დევნილთა დასახლება მოინახულა (R)
პარტია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გურამ მაჭარაშვილმა, დევნილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბართან ერთად, ლაგოდეხის დევნილთა დასახლება მოინახულა.
შეხვედრისას დევნილებმა ყურადღება სოციალურ პრობლემებზე გაამახვილეს და მინისტრს დახმარება სთხოვეს.
სოზარ სუბარმა გურამ მაჭარაშვილთან ერთად დევნილთა საცხოვრებელი ფართები დაათვალიერა და მათ დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
იხილეთ ვიდეო
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა