|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ჟურნალისტს, “გურია ნიუსის“ დამფუძნებელს ია მამალაძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება _ რამდენიმე კვლევის შედეგად, მას დაუდგინდა მძიმე ფორმის ონკოლოგიური სიმსივნე, რომლის სამკურნალოდ და დასამარცხებლად საჭიროა სასწრაფო მკურნალობა! – წერს “გურიანიუსის” რედაქცია.
 
და საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს
 
“არ არის გამორიცხული, მკურნალობა უცხოეთის კლინიკებში გაგრძელდეს, ამისთვის კი საჭიროა საკმაოდ დიდი თანხები – ოჯახს მთელი ქონება გასაყიდად აქვს გამოტანილი, თუმცა, დღევანდელი ვითარების გამო, გაყიდვა ვერ ხერხდება, დრო კი არ ითმენს! მე პირადად მომსწრე ვარ და მასთან ერთად მიმიღია მონაწილეობა, მის მიერვე დაგეგმილ საქველმოქმედო ღონისძიებებსა თუ დახმარებების შეგროვებაში, რის შედეგადაც მრავალი სიცოცხლე გადარჩა.
გარდა ამისა, ქალბატონი ია, პირადად მე და არა მარტო მე, ბევრ დამწყებ ჟურნალისტს დაეხმარა, თავი დაემკვიდრებინა მედიაში და თავისუფალ გარემოში ემუშავა. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი ტექსტის გავრცელება დამჭირდებოდა, მაგრამ სხვა გზა არ არის _ თქვენგან გაღებული თითოეული ლარი მნიშვნელოვანია, რომ კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე ვიხსნათ.” – წერს გიორგი გირკელიძე”გურიანიუსის” ჟურნალისტი და ანგარიშს აქვეყნებს, სადაც ნებისმიერ მსურველს, თუნდაც 1 ლარის ჩარიცხვა შეუძლია.
 
TBC Bank
TBCBGE22
GE25TB0600000202179730
GIORGI SIKHARULIDZE

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.96%
გაუარესდა - 47.83%
არ შეცვლილა - 15.22%
სულ - 46 ხმა