"იპოთეკარს დარჩენილი ვალის ეტაპობრივად გადახდა შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა"
იპოთეკით დაზარალებული ონიანების ოჯახი საცხოვრებლად ნაქირავებ ბინაში გადავიდა. დაზარალებულები ჩამორთმეულ ბინასთან ახლოს შესახლდნენ, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ არის. როგორც შორენა ონიანმა "ნიუპრესს" განუცხადა, ბინა, რომელიც გუშინ ჩამოართვეს, 5 ათას დოლარად ჰქონდათ ჩადებული, 5%- იანი სესხის სანაცვლოდ.
"კერძო იპოთეკარისთვის მარტო პროცენტის სახით 3 ათას დოლარამდე მაქვს მიცემული. ამას გარდა 2 ათასი დოლარი შევთავაზეთ დაა ვთხოვეთ დანარჩენი ეტაპობრივად გადაგვეხადა, თუმცა უარი განაცხადა. 10 ათას ლარამდე გაგვიზარდა გადასახადი, რისი გადახდაც ვერ შევძელით და გუშინ სახლიდან გამოგვასახლა. ახლა ქირაში 150 ლარს ვიხდით, სადაც ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც არ არის. ვართ ელექტრო ენერგიის, წყლის და გაზის გარეშე. ასე ბედის ანაბარა დავრჩით მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად",-განაცხადა დაზარალებულმა შორენა ონიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში 11 სულიანი ოჯახი ბინიდან გამოასახლეს. მათ ბინა რამდენიმ

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















